ხმაური სასამართლოში - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა - Palitra News

ხმაური სასამართლოში - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა

2018-05-31 11:43:38+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს, ხმაურია. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

იხილეთ:

ზაზა სარალიძე - ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი - ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა - ზაზა სარალიძე განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან იმყოფება