"ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა" - ახალი დეტალები ხობში სამი ახალგაზრდის მკვლელობაზე - Palitra News

"ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა" - ახალი დეტალები ხობში სამი ახალგაზრდის მკვლელობაზე

2018-05-30 14:16:37+04:00

ხობში, სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ფოტო: "სენაკის ქრონიკა"

იხილეთ: ხობში სამი ახალგაზრდა მოკლეს

სახლში დაბრუნებულ დედას შვილი და მისი 2 მეგობარი სუფრასთან გარდაცვლილები დახვდა - რას ამბობენ მკვლელობაზე ხობში?