რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირსკში ინჟინერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ისეთი ეტლი შექმნა, რომელიც ადამიანს ფიზიკური ძალის გარეშე, მისი გონებით ეტლით გადაადგილების საშუალებას აძლევს. ტვინი სიგნალს ეტლს სპეციალური მოწყობილობის საშუალებით უგზავნის. სწორედ მისი მეშვეობით, ფიზიკური ძალის გარეშე გადაადგილდება ეტლი. უცნობია როდის გამოჩნდება ბაზარზე კონკრეტულად ეს მოწყობილობა, თუმცა ცნობილია, რომ ეტლის ღირებულება 7,500-9,000 დოლარის ფარგლებში იქნება. ივან ნევზოროვი ნოვოსიბირსკის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.