სურამში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. სანადირო თოფით შეიარაღებულმა პირმა კაცი მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოკლული ბიზნესმენი მამია ბითაძეა. წინასწარი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ბითაძეს ადგილობრივ მოსახლეობასთან დავა წარსულშიც ჰქონდა. მაშინ კონფლიქტის მიზეზი სასტუმროს მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვის საფრთხე იყო.
ადგილობრივების ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა სწორედ ახლა იწყებოდა და ადგილზე შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა დაადგინეს და ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად საჭირო სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.