ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. ინფლაცია, საბანკო რეგულაციები და დედოლარიზაცია - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო პერიოდში მთავრობა ეროვნული ბანკის ფუნქციებში ერევა და სებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. უმცირესობამ კობა გვენეტაძე გასულ წელს ამოქმედებული რეგულაციების გამოც გააკრიტიკა.2017 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 4 პროცენტი იყო, თუმცა წლის ბოლოს ფასების 6,7%-იანი მატება დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, აღნიშნული, ძირითადად, თამბაქოს ნაწარმსა და საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდითა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებით იყო გამოწვეული.