სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს - Palitra News

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით შსს განმარტებას აკეთებს

2018-05-29 10:16:40+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს განცხადებით გამოეხმაურა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.