ბავშვის გატაცების ბრალდებით, ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს - რას ჰყვება ბავშვის დედა? - Palitra News

ბავშვის გატაცების ბრალდებით, ზუგდიდში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დააკავეს - რას ჰყვება ბავშვის დედა?

2018-05-29 09:47:32+04:00

ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს. მეზობლების მტკიცებით, არასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ბავშვი ოჯახმა სახლში იმავე დღეს, დაახლოებით ორ საათში წაიყვანა.

შს სამინისტროში ორი პირის დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიება 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.