თბილისის მერია ქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვას იწყებს - როგორ აფასებენ მძღოლები და სპეციალისტები სიახლეს? - Palitra News

თბილისის მერია ქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვას იწყებს - როგორ აფასებენ მძღოლები და სპეციალისტები სიახლეს?

2018-05-28 11:52:13+04:00

თბილისის მერია ქალაქში მოძრავი ტაქსების აღრიცხვას იწყებს. ნოემბრიდან თბილისში არარეგისტრირებული ტაქსებით მომსახურების გაწევა უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება. აგვისტოდან კი დედაქალაქის მერია რეგისტრაცია-ნებართვიანობის პროცესს იწყებს. პირველ ეტაპზე ტაქსით სარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა მერიაში და 50 ლარიანი ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა. ტაქსის ლიცენზიის საფასური ჰიბრიდული ავტომობილებისთვის 25 ლარი იქნება, პროცედურას უფასოდ გაივლიან ელექტრომობილები. დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილების და კონკრეტული დეტალების გაგების მოლოდინში არიან თავად ტაქსის მძღოლებიც. მათი უმრავლესობა თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს . სატაქსო მომსახურების სფეროს დარეგულირებიოს საჭიროებაზე საუბრობს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარეც. თუმცა ეკა ლალიაშვილის თქმით, რეგულაციების შესახებ მძღოლებს მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. ტაქსების რეგისტრაცია- ნებართვიანობის პირველი ეტაპი სამ თვეში დასრულდება. მეორე ეტაპი კი სატაქსო მომსახურების სფეროში ერთიანი სტანდარტების დამკვიდრება იქნება. რეფორმის მეორე ფაზა, რომელიც სავარაუდოდ 2019 წლიდან ამოქმედდება ავტომობილების ფერსა და უსაფრთოხოებასთან დაკავშირებულ ნორმებს დაარეგულირებს.