დაე, იყოს ჩემი შვილი მსხვერპლი, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტთან აქციაზე „ნუ მომკლავ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აქცია დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო. აქციის მონაწილეებს პოკურატურისგან აინტერესებთ რატომ განადგურდა დანაშაულის ადგილი - ფარდული, რატომ არ მიეცენ პასუხისგებაში მკვლელობების ორგანიზატორი და ის პირები, ვინც გაიპარა შემთხვევის ადგილიდან; რატომ არ მიეცა პასუხისგებაში მირზა სუბელიანი, რომელმაც დანაშაული დაფარა; თავიდანვე რატომ არ დაუსვეს ექსპერტიზას შეკითხვა, რამდენი დანით არის მოკლული სარალიძე და სხვ.