ზაზა სარალიძე - სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა - Palitra News

ზაზა სარალიძე - სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა

2018-05-27 14:24:55+04:00

სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით გარკვეული ფაქტები დამალა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დამატებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში წარმოდგენილია ის ფაქტები, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზას არ უსაუბრია.