მატარებელი იაპონიაში 25 წამით ადრე გავიდა და მგზავრებმა კომპანიას უჩივლეს - Palitra News

მატარებელი იაპონიაში 25 წამით ადრე გავიდა და მგზავრებმა კომპანიას უჩივლეს

2018-05-22 13:01:42+04:00

იაპონიის რკინიგზამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მატარებელმა ბაქანი 25 წამით ადრე დატოვა. მსგავსი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ორჯერ მოხდა. ოპერატორმა მგზავრებს ბოდიში მოუხადა - ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხმარებლებს ძალიან დიდი დისკომფორტი შეუქმნეს, რაც სრულიად უპატიებელია.