ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა. მათ დავით ქევხიშვილის სამუშაო სკამი გარეთ გამოიტანეს და ნაგვის ურნასთან დატოვეს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. სპორტსმენები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
სპორტსმენების განმარტებით, პროტესტის ეს ფორმა ნიშნავს იმას, რომ არ სურთ დავით ქევხიშვილი იყოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.