ქუთაისში, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა - Palitra News

ქუთაისში, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა

2018-05-18 19:29:52+04:00

ეკონომიკის სამინსიტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმო „ემჯიემტექს“ გაიხსნა.საწარმო პირველ შეკვეთას მიიღებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთი ცნობილი ბრენდული კომპანიისგან, როგორიცაა: H&M. ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ცნობილ ბრენდულ კომპანიებთან. აღსანიშნავია, რომ საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული; კერძოდ, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს. საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.