ქუთაისში 67 წლის ქალი დამ მოკლა - კადრები და კომენტარები ადგილიდან - Palitra News

ქუთაისში 67 წლის ქალი დამ მოკლა - კადრები და კომენტარები ადგილიდან

2018-05-18 09:50:38+04:00

ქუთაისში 67 წლის ქალი საკუთარმა დამ მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მეუღლესთან, შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით 11 პრიმა 108-ე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.