შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო.პოლიციამ აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმლის ქუსლებში ჰქონდა დამალული.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.