ახალი ჰორმონი, რომელიც ადამიანს სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება - Palitra News

ახალი ჰორმონი, რომელიც ადამიანს სიმსუქნესთან ბრძოლაში ეხმარება

2018-05-11 14:52:11+04:00

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც ადამიანებს შაქრიან დიაბეტთან და სიმსუქნესთან ბრძოლაში დაეხმარება. ჰორმონს ასპროსინი ჰქვია. ჰორმონის საბოლოოდ იდენტიფიცირება მოხდა დნმ-ის ანალიზის დახმარებით იშვიათი დაავადების მქონე ორ პირთან. ასეთ პაციენტთა ორგანიზმი ვერ აგროვებს ცხიმოვან ჩანართებს. ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ ჰორმონი ასპროსინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში, განსაკუთრებით საკვების მიღებებს შორის პერიოდში. ასპროსინს გამოყოფს ცხიმოვანი ქსოვილი. ის ღვიძლისკენ მიემართება და ამცნობს ორგანოს იმის თაობაზე, რომ აუცილებელია სისხლში გლუკოზის დაუყოვნებლივ გამოყოფა. როგორც კი შაქრის დონე სისხლში მაღლა იწევს, ჰორმონის გამოყოფა წყდება.

ახალ აღმოჩენას მეცნიერები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენებენ. ამ დრომდე ჩატარებული ყველა კვლევის შედეგი დადებითი და საიმედოა. ახალ ჰორმონზე სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ.