მანგლისთან სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა: დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა - 17 - Palitra News

მანგლისთან სამარშუტო ტაქსი ამობრუნდა: დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა - 17

2018-05-07 10:02:07+04:00

დაბა მანგლისთან ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 17 მგზვარი კი დაშავდა.წალკიდან კოდას მიმართულებით მოძრავი მერსედესის მარკის სამარშუტო ტაქსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. დაშავებულები მარნეულისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილეს. რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. დაშავებული მგზავრებიდან 4 თბილისში, ყოფილი არამიანცის სამედიცინო დაწესებულებაშია. მედიკოსები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.