კახა კალაძე - მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს - Palitra News

კახა კალაძე - მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს

2018-05-02 12:08:47+04:00

მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და დედაქალაქის მთავრობა, მეტრო იმუშავებს, როგორც 3 მაისს, ასევე, ნებისმიერ დღეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მეტროში არსებული ალტერნატიული პროფკავშირის “ერთობა 2013” მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.