როგორ გახდა საჰარა უდაბნო? - Palitra News

როგორ გახდა საჰარა უდაბნო?

2018-05-01 12:55:36+04:00

საჰარის უდაბნოს სახელწოდება ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე I საუკუნეში მოიხსენიება. "საჰარა" არაბულად სწორედ უდაბნოს ნიშნავს. საჰარის უდაბნოს ფართობი შეიძლება შევადაროთ თვით აშშ-ის ტერიტორიის ფართობს. თუმცა, საჰარაში მოსახლეობა მხოლოდ 2,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 კვადრატულ კილომეტრზე მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს. ადამიანები უდაბნოში წყაროებთან ცხოვრობენ, სადაც შესაძლებლობა აქვთ მიწათმოქმედებას და მეცხოველეობას მიჰყონ ხელი. საჰარის უდაბნოს ყველაზე მაღალი წერტილი ჩადის რესპუბლიკის ტერიტორიაზეა - ესაა ემიკუსის მთა. წარმოუდგენლია, მაგრამ მთის მწვერვალზე, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 3 415 მეტრია, თოვლი დევს. თოვლი ფარავს უდაბნოს მნიშვნელოვან ნაწილს. მაგალითად, 2018 წლის იანვარში თოვლი მოვიდა ალჟირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. თოვლის საფარის სიმაღლე 40 სანტიმეტრს შეადგენდა, თუმცა, უკვე რამდენიმე საათში თოვლის კვალიც კი არსად ჩანდა. ადამიანების უმრავლესობას, ვინც უდანბოში არასოდეს ყოფილა, ეს ადგილი უსიცოცხლო ჰგონია. მაგრამ ეს ასე არაა: საჰარაში ბინადრობს დაახლოებით 4 000 სახეობის ცხოველი, რომლებიც უდაბნოს მკაცრ პირობებთან კარგად არიან ადაპტირებულები. გარდა ამისა, საჰარა მდიდარია სასარგებლო მინერალებით. აქ აღმოჩენილია: ნავთობისა და გაზის უამრავი მარაგი, სპილენძისა და რკინის საბადოები, ასევე ოქრო, ვოლფრამი და ურანი.