ქუთაისში ტაქსის მძღოლების პროტესტი კვლავ გრძელდება. კომპანია “მაქსიმში” დასაქმებულები ტარიფის 30 თეთრით გაზრდას ითხოვენ. გაფიცულები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.ტაქსის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება. ქუთაისის მერიიდან კი აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია. მერიაში აცხადებენ, რომ დავაში ისინი ვერ ჩაერევიან. ტაქსის კომპანია მაქსიმი კერძოა და ის ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა. კომპანია მომსახურეობას დაბალი ტარიფებით ახდენს, რაც დასაქმებულების პროტესტის მიზეზი გახდა.