12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის საქმეზე გიორგი ლიპარტელიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოყვა.გიორგი ლიპარტელიანი ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს. გარდაცვლილის მშობლები ამტკიცებენ, რომ ლიპარტელიანი შეჯახებისას ნასვამი იყო. ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას, 20 წლის გიორგი ლიპარტელიანის ზურგიდან შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.