ოზურგეთში "ლიბერთი ბანკის" ექსპრესცენტრი დააყაჩაღეს და ადგილობრივის მანქანა გაიტაცეს - Palitra News

ოზურგეთში "ლიბერთი ბანკის" ექსპრესცენტრი დააყაჩაღეს და ადგილობრივის მანქანა გაიტაცეს

2018-04-14 16:14:49+04:00

ოზურგეთში "ლიბერთი ბანკის" ფეი ექსპრესის დაყაჩაღების ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარება). ოზურგეთში, „ლიბერთი ბანკის“ ფეი ექსპრესი დღეს დილით დააყაჩაღეს.თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მოლარეს თანხა მოსთხოვეს, შემდეგ კი ერთ-ერთი პენსიონიერის მანქანა გაიტაცეს და გაიქცნენ.