დავით რაქვიაშვილი - სირიის კრიზისი ერთ-ერთი ეპიზოდია გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის არსებობს - Palitra News

დავით რაქვიაშვილი - სირიის კრიზისი ერთ-ერთი ეპიზოდია გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის არსებობს

2018-04-14 16:09:56+04:00

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტისგან მას სირიაში კოალიციური ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის ფაქტზე კონსულტაციების გავლა დაევალა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, მოიწვევს თუ არა მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას. ის სირიაში მიმდინარე პროცესებსაც აფასებს და აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი ეპიზოდია, იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ჰიბრიდული მეთოდებით წარმოებულ ომსა და დასავლეთ ცივილიზებულ სამყაროს შორის.