თბილისი-სტამბოლის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30 წლამდე მამაკაცია. შემთხვევა თბილისის აეროპორტში, თვითმფრინავის აფრენამდე მოხდა. ვრცელდება კადრები, რომელიც თვითმფრინავში შემთხვევის შემდეგაა გადაღებული. კადრებში ჩანს კონფლიქტი რამდენიმე მგზავრსა და კომპანიის თანამშრომლებს შორის. დაძაბულობის მიზეზი ის გახდა, რომ მგზავრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს."30 წუთი კაციშვილი არ შემოსულა და კაცი მოკლეს, დროული დახმარება არ უნდა გაეწიათ? ჟანგბადი ვერ დაუდგეს დროულად! ჩვენ ბრმები არ ვართ" - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.მიცვალებულის ცხედარი ბორტზე რამდენიმე წუთის განმავლობაში რჩებოდა, რაც ასევე გახდა მგზავრების პროტესტის მიზეზი. საქმე უკვე აღძრულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.