ბუდას ქანდაკებებში გადამალული "ჰაშიში" - ნარკორეალიზატორს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ - Palitra News

ბუდას ქანდაკებებში გადამალული "ჰაშიში" - ნარკორეალიზატორს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

2018-04-13 10:13:53+04:00

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის გამო დაკავებულ ახალგაზრდას ბრალს დღეს წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო 26 წლის მამაკაცისთვის უკვე აღმკვეთი ღონისძიების საკითხს გადაწყვეტს.დაკავებულის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. დაკავებული დაკითხვის შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.პოლიციამ ნეპალიდან გერმანიის გავლით გამოგზავნილი 9 კილო ჰაშიში, რომელიც დაახლოებით მილიონი ლარის ღირებულებისაა, ბუდას ბიუსტებში აღმოაჩინა.

იხილეთ:

DHL-ით გამოგზავნილ ბუდას ქანდაკებებში 9 კილოგრამი გადამალული "ჰაშიში“ აღმოჩნდა