ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესასწავლად უკვე გაემგზავრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს. ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა, 04:00 საათზე მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, სამი კი - დაშავებული.