"მეგონა მოსდევდნენ, ჩქარა შემოვარდაო... როგორ გადარჩა ცოცხალი მიკვირს" - რა უთხრა ახლობლებს ბავშვმა, რომელზეც ლიფტში იძალადეს - Palitra News

"მეგონა მოსდევდნენ, ჩქარა შემოვარდაო... როგორ გადარჩა ცოცხალი მიკვირს" - რა უთხრა ახლობლებს ბავშვმა, რომელზეც ლიფტში იძალადეს

2018-03-29 11:22:09+04:00

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში 13 წლის ბავშვზე, აზერბაიჯანის მოქალაქემ იძლადა. პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით, 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. დადგენილია, რომ 1996 წელს დაბადებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

იხილეთ:

დაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე

"იყო ხრჩობა, თავის ტრავმა, მხედველობა არ ჰქონდა, უჭირდა მზერა" - ექიმი ბავშვის შესახებ, რომელზეც ლიფტში იძალადეს