დაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე - Palitra News

დაუბრუნდა თუ არა მხედველობა ბავშვს, რომელზეც ლიფტში იძალადეს - ექიმის კომენტარი მოზარდის მდგომარეობაზე

2018-03-29 10:16:50+04:00

ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებულ 13 წლის მოზარდს მხედველობა დაუბრუნდა, - ამის შესახებ დაშავებული ბავშვის ოჯახის წევრებმა განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ბავშვს იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია და მკურნალობას ექვემდებარება.

13 წლის მოზარდი გადაუდებელი დახმარების განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მასთან დედა და დეიდა იმყოფება. ბიჭს მრავლობითი დაზიანებები ძირითადად სახის არეში აღენიშნება. ასევე ცნობილია, რომ მოზარდი კონტაქტურია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გუშინ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის მოქალაქე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

იხილეთ:

"მეგონა მოსდევდნენ, ჩქარა შემოვარდაო... როგორ გადარჩა ცოცხალი მიკვირს" - რა უთხრა ახლობლებს ბავშვმა, რომელზეც ლიფტში იძალადეს

"იყო ხრჩობა, თავის ტრავმა, მხედველობა არ ჰქონდა, უჭირდა მზერა" - ექიმი ბავშვის შესახებ, რომელზეც ლიფტში იძალადეს

თბილისში, ლიფტში აზერბაიჯანის მოქალაქემ 13 წლის ბიჭზე იძალადა - ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდაა დაკავებული