მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილების, სხვადასხვა რეგიონებში სასმელი წყლის უკმარისობის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემცირებისა და ზღვის დონის მატების გამო, 2050 წლისთვის მსოფლიოში 143 მილიონ მიგრანტი იქნება.საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნები სამ რეგიონს მოიცავს: სამხრეთ აზია, სუბსაჰარული აფრიკა და ლათინური ამერიკა.ანგარიშის მიხედვით, ესაა ყველაზე "ცხელი წერტილეები", სადაც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 55%-ია თავმოყრილი. მიგრაცია უახლოეს ათწლეულებში კიდევ უფრო გააქტიურდება. მიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი კი სოფლებიდან იქნება. ანგარიშის სარეკომენდაო ნაწილში მსოფლიო ბანკი ქვეყნების ხელისუფლებას მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონნ სოფლად მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებაზე.