სახლები, რომლებიც 12 საათში ეწყობა - დაათვალიერეთ ინტერიერ-ექსტერიერი - Palitra News

სახლები, რომლებიც 12 საათში ეწყობა - დაათვალიერეთ ინტერიერ-ექსტერიერი

2018-03-27 11:41:03+04:00

საცხოვრებელი სახლის ხელით აშენებას დიდი დრო სჭირდება და ამასთანავე გაცილებით ძვირია, სწორედ ამიტომ კომპანიების გადაწყვეტილებით მშენებლობის ზოგიერთი პროცესი ახლა ავტომატიზირებულია. სტარტაპერი სამშენებლო კომპანია ICON-ი სახლის ზოგიერთი ნაწილის გასაკეთებლად 3D პრინტერს იყენებს. მანქანას 60 კვარდატული მეტრის ფართობის სახლისთვის კედლების, სახურავისა და იატაკის გაკეთება 12 საათში შეუძლია. მშენებლობის პროცესში ჩართულ ადამიანს რჩება მხოლოდ ფანჯრებისა და კარის ჩასმა, სანტექნიკისა და ელექტროსისტემის გაყვანა.

არაკომერციულ ორგანიზაცია New Story-სთან თანამშრომლობით სტარტაპერ კომპანიას 2019 წლის დასასრულისთვის ასამდე მსგავსი სახლის შექმნა ელ-სალვადორში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის სურს.