ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ერთობლივი მუშაობის შედეგად ქალაქ მადრიდში, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინზე შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.