დაზიანებები ერთს ცხვირის, მეორეს თავის არეში: ფიზიკური დაპირისპირება "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ზუგდიდში - Palitra News

დაზიანებები ერთს ცხვირის, მეორეს თავის არეში: ფიზიკური დაპირისპირება "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის ზუგდიდში

2018-03-22 18:11:27+04:00

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების, "ევროპული საქართველოს" წევრი ბათლომე შელია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება - ბათლომე შელიას ცხვირის, ხოლო დავით შელიას - თავის არეში. დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა, რაც "ევროპული საქართველოს" მიერ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას მოჰყვა.