საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლების მშობლების შეხვედრა: არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა - Palitra News

საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლების მშობლების შეხვედრა: არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს გიგა ოთხოზორიას ოჯახმა მიუსამძიმრა

2018-03-22 17:45:37+04:00

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს. სოფელ წილკანში, სამძიმარზე გიგა ოთხოზორიას მშობლები, ასევე ოთხოზორიას მეუღლე იმყოფება. როგორც ცნობილია, გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.