პლასტმასის ბოთლის წყლებში პოლიეთილენის ნაწილაკები აღმოაჩინეს - მასშტაბური კვლევისას 9 ქვეყანაში 250 ბოთლი შემოწმდა - Palitra News

პლასტმასის ბოთლის წყლებში პოლიეთილენის ნაწილაკები აღმოაჩინეს - მასშტაბური კვლევისას 9 ქვეყანაში 250 ბოთლი შემოწმდა

2018-03-20 11:53:55+04:00

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული ბრენდული წყლების ტესტირებამ აჩვენა, რომ თითქმის ყველა მათგანი შეიცავს პოლიეთილენის უმცირეს ნაწილაკებს. მასშტაბური კვლევისას 9 ქვეყანაში წყლის 250 ბოთლი შეიძინეს და შეამოწმეს. ჟურნალისტური ორგანიზაცია Orb Media-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 1 ლიტრ წყალში საშუალოდ 10 პლასტმასის ნაწილაკი იყო, რომელიც თითოეულ შემთხვევაში ადამიანის თმის ღერის სისქეს აჭარბებდა. კომპანიებმა, რომელთა ბოთლებისა და წყლის შემოწმებაც მოხდა, განაცხადეს, რომ მათი საწარმოები უმაღლესი სტანდარტებისა და უსაფრთხოების დაცვით მუშაობს.

ტესტი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრედონიაში ჩატარდა. უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის, შერი მეისონის თქმით, რომელმაც ანალიზი ჩაატარა, მათ პლასტმასის ნაწილაკები თითქმის ყველაშემოწმებულ ბოთლში აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, რომელ კომპანიას ეკუთვნოდა ის. ამ დროისთვის დადგენილი არ არის პლასტმსის მცირე ნაწილაკებს, რომელსაც ადამიანი წყალთან ერთად ყლაპავს, შეუძლია თუ არა ჯანმრთელობის მხრივ რაიმე ზიანის მოტანა. პოტენციური შედეგების დადგენა მეცნიერების ჩართულობას მოითხოვს.