თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან სრულად გათავისუფლებულია.რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, ადგილობრივი დროით 08:30 საათის მდგომარეობით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და სირიის ოპოზიციის დანაყოფებმა ქალაქი აფრინი ტერორისტებისგან გაწმინდეს.„აფრინის თავზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დროშები ფრიალებს. ახლა აფრინის თავზე თურქეთისა და სირიის გამათავისუფლებელი არმიის დროშები ფრიალებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რათა აღმოფხვრას ტერორისტების ქმედებების შედეგები სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და რეგიონის ინფრასტრუქტურა აღადგინოს.