როდის ჩადგება ქარი თბილისში? - სინოპტიკოსების პროგნოზი 15 მარტამდე მოსალოდნელ ამინდზე - Palitra News

როდის ჩადგება ქარი თბილისში? - სინოპტიკოსების პროგნოზი 15 მარტამდე მოსალოდნელ ამინდზე

2018-03-10 13:23:29+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დღეს, დღის მეორე ნახევრამდე ქარი შენარჩუნდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით 20–25 მეტრი წამში იქნება. სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას თქმით, დღის ბოლოსთვის ქარი შესუსტდება.რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, როგორც გვაზავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 11-12 მარტს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. კერძოდ, მცირე წვიმა, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში თოვლი.

იხილეთ:

ქარიშხლიანი ღამის ქრონიკა: გადახდილი სახურავები; მოგლეჯილი ხეები; ჩამოშლილი მთის მასა; გაჩერებული საბაგირო და გაუქმებული ფრენები

როგორ უნდა მოიქცეთ ძლიერი ქარის დროს, გარეთ და შენობაში? - 9 რჩევა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან