აზიური ფაროსანა არის პროტეინის წყარო და შეუძლიათ ჭამონ ქათმებმაც, ინდაურებმაც და სხვა ფრინველებმაც - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ხელისუფლებამ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავა. სტრატეგიის მიზანია, მოხდეს აზიური ფაროსანას მართვა, მისი პოპულაციის შემცირება და სასოფლო სამეურნეო კულტურების დაზიანებისა და მიყენებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. მონიტორინგის სისტემა მარტის შუა რიცხვებიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განთავსდება და მონიტორინგის შედეგები მოსახლეობასთან ოპერატიულად იქნება მიწოდებული. გეგმა ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების ჩართულობით მიიღეს. მავნებლის განადგურება მნიშვნელოვანია გაზაფხულზე, ვიდრე ის კვერცხის დადებას დაიწყებს. ამიტომ , სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია თუ მას შინაური ფრინველები მიირთმევენ.