ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 2017 წლის IV კვარტალში 660 ათას 100 კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალი, ხოლო 59,9% - კაცია. ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,7% მსხვილ ბიზნესზე, 22,4% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე მოდის. "საქსტატის" მონაცემებით, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 მილიარდ 367 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6 %-ით მეტია.რაც შეეხება დარგებს, საანგარიშო პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ.