პირველი მწერალი, ვინც საბეჭდ მანქანაზე მუშაობდა, მარკ ტვენი იყო. ისტორიკოსების კვლევით საბეჭდი მანქანა 52-ჯერ გამოიგონეს. პირველი კონსტრუქცია 2,5 მეტრი სიმაღლის იყო, მეორე კიმთლიანად ხისგან იყო დამზადებული. პირველად საბეჭდი მანქანის მოდელი 1714 წელს ინგლისელმა ჰენრი მილმა დააპატენტა, ის მეტალში აარასდროს ჩამოუსხამთ. პირველი მოქმედი მოწყობილობა 1808 წელს იტალიელმა ტური პელეგრინომ დაამზადა.
მომავალი “რემინგტონი“ 1868 წელს დააპატენტა მექანიკოსმა ქრისტოფერ შოულზმა. ხუთი წელი დასჭირდა მწარმოებლის პოვნას, რვა წელი- იმისათვის, რომ ამ აღმოჩენით საქმიანი ადამიანები და საჯარო უწყებები დაინტერესებულიყვნენ. 1873 წლის 1 მარტს ფირმა “რემინგტონმა“ საბეჭდი მანქანების სერიული გამოშვება დაიწყეს.შოულზმა მოიგონა კლავიატურის QWERTY წყობა, რომელიც შემდგომ კომპიუტერებსაც გადაეცა.