მაღალმთაში ქარბუქი, ზღვაზე შტორმი და მდინარეებზე წყლის დონის მატება - გაეცანით, ქალთა დღისა და მომდევნო დღეების პროგნოზს - Palitra News

მაღალმთაში ქარბუქი, ზღვაზე შტორმი და მდინარეებზე წყლის დონის მატება - გაეცანით, ქალთა დღისა და მომდევნო დღეების პროგნოზს

2018-03-07 13:34:51+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-დან 10 მარტამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი, ხოლო 10 მარტს ღამით ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.“8-დან 10 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, 9 მარტს დღის მეორე ნახევრიდან კი იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 მარტს ღამის საათებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.