გურჯაანში, სპირტის ქარხანაში სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს 26 წლის დათო ოდიკიძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა შემდუღებლებს სპეციალურ ელექტროსადენებს აწვდიდა.
გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ზომების დაუცველობის მიზეზით მოხდა. ბრალდებებს არ იზიარებს ქარხნის დირექტორი. ლადო ფოთოლაშვილის თქმით, სამუშაო, რომელსაც ოდიკიძე ასრულებდა, მის მოვალეობაში არ შედიოდა და მან დახმარების სურვლი თვითონ გამოთქვა.