თელავი-გომბორის გზაზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა - Palitra News

თელავი-გომბორის გზაზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა

2018-02-17 20:11:29+04:00

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გზის სავალ ნაწილიდან გადავარდა. სოფელ კობაძესთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა, რის შემდეგაც აფეთქდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია "სოკარს" ეკუთვნის. აფეთქების შედეგად, სანიაღვრე არხში 23 ტონამდე ბენზინი დაიღვარა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტერიტორიის შესწავლა.

ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

იხილეთ: ძლიერი კვამლი თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე: ბენზინმზიდი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა