ევერესტის სიმაღლეს გაზომავენ - ექსპედიციის ღირებულება 250 ათასი დოლარია - Palitra News

ევერესტის სიმაღლეს გაზომავენ - ექსპედიციის ღირებულება 250 ათასი დოლარია

2018-02-12 13:44:46+04:00

ევერესტს ყველაზე მაღალი მთის წოდება 1856 წელს ბრიტანელი გეოდეზისტის, ჯორჯ ევერესტის ექსპედიციის შემდეგ მიენიჭა. 1950-იან წლებში ნეპალმა საკუთარი ქვეყნის სამეცნიერო სივრცეში კარი ღიად გაუღო უცხოელ მკვლევარებს და ამავე პეროდში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ მთის სიმაღლე 8848.039 მეტრი იყო.2005 წელს, ჩინელი მკვლევარების ექსპედიციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მთის სიმაღლე რამდენიმე სანტიმეტრით შემცირდა.

ნეპალელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ ევერესტის სიმაღლის კლება კვლავ გრძელდება და ამაზე გავლენას რეგიონში მომხდარი მიწისძვრები ახდენს. ბოლო ძლიერი მიწისძვრა აქ 2015 წელს მოხდა. დაგეგმილი ექსპედიციის ღირებულება 250 ათასი დოლარია.