2018 წლის 1 მარტიდან, ომანში, ქალები ტაქსის მართვას შეძლებენ. მანამდე, ტაქსის მძღოლები ქვეყანაში მხოლოდ კაცები იყვნენ. "ამით ომანის მთავრობა ცდილობს გაათანაბროს ქალთა და კაცთა შრომოთი უფლებები", - ნათქვამია სამეფო პოლიციის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ავტომობილები, რომლის მძღოლებიც ქალები იქნებიან, განსხვავებული ფერის -ვარდისფერი ან ლურჯი იქნება. ომანში ტაქსები ტრადიციულად ნარინჯის და თეთრი ფერისაა.