2017 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში ფეისბუქის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი დაახლოებით 5%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ჯამურად 50 მილიონი საათით ნაკლებს ატარებენ სოციალურ ქსელში. მარკ ცუკერბერგის სიტყვებით, ამ სტატისტიკაში საგანგაშო არაფერია. ფეისბუქი ზრდას განაგრძობს და მთავარი არა გატარებული დროის რაოდენობა, არამედ ხარისხია. თუმცა ფაქტია, რომ რეკლამის განმთავსებლებისათვის ეს მნიშვნელოვანი სტატისტიკაა.
ექსპერტების აზრით, კლება ვირუსული ვიდეოების მიწოდების შემცირებამ გამოიწვია. ბოლო სტრატეგიის თანახმად, ნიუსფიდში ნაკლები ვირუსული ვიდეო ჩანს გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კომენტარების სექციაში აქტიურად მიმდინარეობს დიალოგი. ფეისბუქს ამჟამად ყოველდღიურად 1.4 მილიარდი ადამიანი მოიხმარს.