დამანგრეველი მიწისძვრა ტაივანში - მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია - Palitra News

დამანგრეველი მიწისძვრა ტაივანში - მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია

2018-02-06 22:20:25+04:00

სოციალურ ქსელებში ტაივანში დღეს მომხდარი მიწისძვრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება. ტაივანში დღეს 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სასტუმრო დაინგრა. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი.მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:50 საათზე (თბილისის დროით 19:50 საათზე), ქალაქ ჰუალიანთან ახლოს, 5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.ამავე ქალაქთან ახლოს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირასაც დაფიქსირდა.