გიორგი კვირიკაშვილის ბავშვობის დღემდე უცნობი ფოტოები - როგორ გამოიყურებოდა პრემიერ-მინისტრი წლების წინ - Palitra News

გიორგი კვირიკაშვილის ბავშვობის დღემდე უცნობი ფოტოები - როგორ გამოიყურებოდა პრემიერ-მინისტრი წლების წინ

2018-02-06 18:38:58+04:00

რამდენიმე დღის წინ გამოიცა წიგნი, სახელწოდებით "ლიანა კვირიკაშვილის ავტობიოგრაფია და ბიბლიოგრაფია". წიგნში შესულია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დედის სამეცნიერო ნაშრომები, ასევე მისი მეგობრების მოგონებები ლია კვირიკაშვილზე.წიგნი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინტიტუტში, იზა ჩანტლაძის რედაქტორობით მომზადდა და გამომცემლობა "ლოგოსში" გამოიცა.წიგნის ძირითადი ტექსტი ქართულენოვანია, ნაწილი კი - რუსულ და ინგლისურენოვანი. მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება. სწორედ აღნიშნულ წიგნშია ფოტოები კვირიკაშვილების ოჯახის არქივიდან. მათ შორის არის პრემიერის ბავშვობის დღემე უცნობი ფოტოები.

ფოტოზე: ლია კვირიკაშვილი შვილებთან, გიორგი და ჯანო კვირიკაშვილებთან ერთადგიორგი კვირიკაშვილი ძმასთან ერთად