ციხისძირში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ქობულეთის გამწვანების სამსახურის თანამშრომლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ციხისძირში, ცენტრალურ გზაზე, ხის ტოტების მოჭრას აპროტესტებენ. როგორც „ნაციონალური მოძარობის“ დეპუტატი ბონდო თედორაძე აცხადებს, ქობულეთში გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები ტოტებს მიზანმიმართულად ჩეხავენ, რადგან გურიაში დენდროლოგიურ პარკში ასწლოვანი ხეების გადატანაში ხელს უშლის. თავის მხრივ, ქობულეთში გამწვანების სამსახურის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ხეების ტოტები გზის სავალ ნაწილზეა გადასული და ტრანსპორტს მოძრაობაში ხელს უშლის. მათივე თქმით, ცენტრალურ გზაზე გეგმური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სამი კილომეტრის მონაკვეთზე განხორციელდება.