სამმა არასრულწლოვანმა დადიანის ქუჩაზე კლინიკა "მედის" ოფისი გაქურდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მათ შორის ორი ბიჭი და ერთი გოგონაა. სალაროდან მათ დაახლოებით, 100 ლარამდე თანხა გაიტაცეს. კლინიკის ხელმძღვანელები აცხადებენ რომ ეს "მედის" ოფისის გაქურდვის პირველი შემთხვევა არაა და მათი სხვადასხვა ფილიალი რამდენჯერმე გაქურდეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.