გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ქუთაისის მე-2 სამშობიაროს დირექტორის დაპატიმრებას ეხმაურება. გარდაცვლილის დედა მორალური ზიანის ანაზღარურებას ითხოვს, რომელიც ვიოლეტა მარტინოვას 5 წლის შვილს გადაეცემა. 21 წლის ვიოლეტა მარტინოვას საკეისრო კვეთა კლინიკაში 2012 წლის 7 იანვარს ჩაუტარდა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა. ოჯახი ექიმის დაკავებას ითხოვდა, სასამართლომ კი გადაწყვეტილება პარასკევს გამოიტანა.